eTwinning პორტალზე უკრაინელ კოლეგასთან ერთად შექმნილმა პროექტმა "The last school bell in my school" მიიღო ეროვნული ხარისხის ნიშანი.
16.11.17
ხარისხის ნიშნის მინიჭება
eTwinningპორტალზე არსებულ პროექტში "I Love My Town-The Meeting Point of Nature Photo and Technology" აქტიური ჩართულობისთვის მე და ამ პროექტში ჩართულ კადეტებს eTwinning პორტალისგან მოგვენიჭა ხარისხის ნიშანი.
სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა eTwinning პორტალზე დარეგისტრირებული პედაგოგების აქტიური ჩართულობის გამო, ლიცეუმმა მიიღო ევროპული ხარისხის ნიშანი.
აღსანიშნავია, რომ პორტალზე დღეისათვის დარეგისრირებულია ლიცეუმის 12 პედაგოგი.
16.2.17
2017 წლის 16 თებერვალს eTwinning -ისპროგრამისპროექტ Молодые Европейцы кто Вы? Młodzi Europejczycy kim
Jesteście? ფარგლებშიშედგაონლან - შეხვედრაკვიპროსისქ.ლიმასოლისსკოლის - Pythagoras school LTD მე-10-11 კლასისმოსწავლეებთანდამასწავლებლებთან. შეხვედრამიმდინარეობდარუსულენაზე. (ხელმძღვანელები: ე.მურუსიძე, ლ.ჩარკვიანი, ბ.მაჩიტაძე) პროექტისმიზანია: ქვეყნის, ქალაქისადასასწავლებლისწარდგენასხვადასხვაისტინსტრუმენტებისგამოყენებით.
2017 წლის 25 იანვარს "eTwinning"- ის პორტალზე მიმდინარე პროექტის "My City Days"- ფარგლებში გაიმართა ონლაინ შეხვედრა უკარაინის ქალაქ ზაპოროჟიეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმთან (შეხვედრის ორგანიზატორები ეკა მურუსიძე და ბესიკ მაჩიტაძე). ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ ლიცეუმის პირველკურსელები. შეხვედრაზე კადეტებმა წარმოადგინეს საკუთარი ლიცეუმების პრეზენტაცია, გაიმართა თბილი-მეგობრული შეხვედრა. ქართველმა კადეტებმა უკრაინელ კადეტებს გაუკეთენ სიურპრიზი და შეასრულეს უკრაინული სიმღერა "Рiдна Мати Моя" (ხელმძღვანელი ნინო გედენიძე).
2016 წლის 26 დეკემბერს თბილისის მასწავლებლის სახლში გაიმართა "eTwinning"_-ის 2016 წლის შემაჯამებელი კონფერენცია და პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ვიდეორგოლების კონკურსის "eTwinning-ი ჩემს სკოლაში" გამარჯვებულების დაჯილდოება, ასევე კონფერენციაზე მოხდა პორტალზე აქტიური პედაგოგების დაჯილდოება სერტიფიკატითა და ლეპტოპებით.
ვიდეორგოლების კონკურსზე ჩვენი კადეტების მიერ შექმნილმა ვიდეორგოლმა გაიმარჯვა და კადეტებს გოჩა ქარდავას, გრიგოლ ვერულაშვილს, გიგი ფანჩვიძესა და ყოფილ კადეტს ნიკოლოზ გველესიანს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, გიორგი მაჩაბელის მიერ გადაეცათ სახელმძღვანელოები, მაისურები ხოლო ხელმძღვანელ პედაგოგებს ბესიკ მაჩიტაძეს და ეკა მურუსიძეს ფასიანი საჩუქრები და სერტიფიკატები. აგრეთვე კონფერენციის ფარგლებში "eTwinning"-ის პორტალზე როგორც აქტიურ პედაგოგს ბესიკ მაჩიტაძეს გადაეცა საჩუქრად ლეპტოპი.
კონფერენციაზე ეკა მურუსიძემ და ბესიკ მაჩიტაძემ გააკეთეს მოხსენება-პრეზენტაცია პორტალზე მათ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ.