პროექტი #3

პროექტი ,, Stop Wars and Military Conflicts"


პროექტში ჩართული იყო პორტალის :

  17 ევროპელი და 2 ქართველი პედაგოგი
  60 ევროპელი და 19 ქართველი მოსწავლე

პროექტის სამუშაო ენა - ინგლისური, რუსული

პროექტმა eTwinning-ის ეროვნული მხარდაჭერის ცენტრისგან მიიღო ხარისხის ნიშანი, ხოლო მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გადმოგვეცა სერტიფიკატები.











აგრეთვე აღნიშნულმა პროექტმა და ლიცეუმმა მიიღო ევროპული ხარისხის ნიშანი:

პროექტის მიზანი 
  • სხვადასხვა ქვეყნის ისტორიისა და კულტურის გაცნობა
  • სხვადასხვა რეგიონში  სამხედრო კონფლიქტების გაცნობა
  • პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება
  • მოსწავლეთა დამეგობრება
  • ენობრივი კომპეტენციების გაუმჯობესება
პროექტი ითვალისწინებდა ონლაინ შეხვედრას
პირველი ონლაინ შეხვედრა განხორციელდა 2016 წლის 11 თებერველს ქალაქ ზაპოროჟიეს სამხედრო ლიცეუმთან:






ონლაინ შეხვედრის შემდეგ პროექტიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ მოგვეწვია უკრაინელი კადეტები და კოლეგები ქუთაისში.
2016 წლის 14 - 16 აპრილს შედგა უკარინელი კადეტების ვიზიტი ქუთაისში

ვიზიტის ფარგლებში პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა მივიღეთ არამხოლოდ ჩვენ, არამედ ლიცეუმის ექვსივე კათედრამ, ლიცეუმში განხორციელებულ ყველა აქტივობაში აქტიურად იყვნენ ჩართული უკრაინელი კადეტები:

  • ლიცეუმის დათვალიერება, ნერგების დარგვა ლიცეუმის ტერიტორიაზე

პრეზენტაცია თემაზე:
  • „გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები უკრაინაში“
  • „გამოჩენილი უკრაინელი მოღვაწეები   საქართველოში“
ექსკურსია: 
  • ქალაქის სამეფო უბნის დათვალიერება, ბაგრატის ტაძარი, ბოტანიკური ბაღი, პირველი საჯარო სკოლის მუზეუმი
  • ექსკურსია სათაფლიაზე
  • ექსკურსია პრომეთეს მღვიმეში

  • პრეზენტაცია „ევროკავშირი და საქართველო“
  • პრეზენტაცია : „კონკურსი ალიანტე“
  • სახალისო ცდები ქიმიასა და ფიზიკაში


  • ინფორმატიკის გაკვეთილი: „როგორ შევქმნათ ანიმაციური მულტფილმი“

სპორტული შეჯიბრებები: ქართული საბრძოლო ხელოვნების „ხრიდოლის“ ილეთების შესწავლა


  • მათემატიკის გაკვეთილი Geogebra-ს გამოყენებით

დისკუსია და პრეზენტაცია თემაზე:
  • „რუსეთ-საქართველოსა“და „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტები“
ნახატების შექმნა თემაზე: „ომი და მშვიდობა“

  • ექსკურსია გელათსა და მოწამეთაში

  • დასკვნითი კონცერტი ლიცეუმში და სამახსოვრო საჩუქრების გადაცემა



პროექტიდან გამომდინარე 2016 წლის 27 - 31 მაისს შედგა ჩვენი ვიზიტი ქალაქ ზაპოროჟიეში. ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
  • „ბოლო ზარი“, კურსდამთავრებულთათვის სამსახსოვრო ბარათებისა და საჩუქრების გადაცემა
  • ექსკურსია ტექნიკის მუზეუმში «Мотор Сич»
  • სასწავლო-საველე თამაშები
  • ბრეინ-რინგი სამხედრო თემატიკაზე
  • ექსკურსია - „Запорожский  дуб”-ში
  • ექსკურსია კუნძულ ხორტიცაზე
  • გასეირნება დნეპრზე
  • სპორტული შეჯიბრებები
  • ქვეყნების (საქართველო, უკრაინა), ქალაქების (ქუთაისი, ზაპოროჟიე) და ლიცეუმის პრეზენტაცია
  • ინგლისური ენის, მათემატიკისა და ფიზიკის გაკვეთილები https://learningapps.org/ , https://plickers.com/  გამოყენებით
  • მასტერკლასი კადეტებისთვის «Лепка вареников»
  • ავტო რეტრო-კლუბის «Фаэтон» -ის დათვალიერება
  • დასკვნითი კონცერტი. სამახსოვრო საჩუქრების გადაცემა

უკრაინაში ჩვენი ვიზიტის ამსახველი ფოტო მასალის სანახავად მიჰყევით ბმულს>>> http://bit.ly/2fJAL1X

აღნიშნულმა პროექტის განხორციელებით მიღწეული იქნა შემდეგი შედეგები:

  1. კადეტები გაეცვნენ უკრაინასა და საქართველოში არსებულ კონფლიქტებს და იმსჯელეს იმის შესახებ, როგორ ავიცილოთ თავიდან შეიარაღებული კონფლიქტები, რაც კარგად აისახა ქართველი და უკრაინელი კადეტების მიერ შესრულებულ ნახატებში.
  2. სტუმრები გაეცვნენ ქუთაისის და მისი შემოგარენის ღირსშესანიშნაობებს სადაც ექსკურსია მძღოლობას უწევდნენ ქართველი კადეტები;
  3. ჩატარდა ერთობლივი აქტივობები მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ინფორმატიკაში, გეოგრაფიაში, სამოქალაქო განათლებასა და ხელოვნებაში.
  4. კადეტებმა მოიძიეს ინფორმაცია უკრაინასა და საქართველოში მოღვაწე ცნობილი უკრაინელებისა და ქართველების შესახებ.
  5. პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო ორი ქვეყნის კულტურის ინტეგრაციას.
  6. პროექტის განხორციელებით კადეტებს განუვითარდათ  კომუნიკაციის, კვლევის, თანამშრომლობის, პრეზენტაციის, დისკუსიის, ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევები.






















                                        

No comments:

Post a Comment