eTwinningPlus- ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის ხელშესაწყობად შექმნილი ონლაინ პლატფორმაა,სადაც მასწავლებლებს, სკოლის დირექციას, ბიბლიოთეკარებსა და სკოლაში მომუშავე სხვა პერსონალს ერთმანეთთან დაკავშირება,თანამშრომლობა, იდეების გაზიარება და სასწავლო პროექტების განხორციელება შეუძლიათ. პროგრამა საშუალებას გაძლევს, ევროპისმასშტაბით ყველაზე ცოცხალ და საინტერესო საგანმანათლებლო ქსელში ჩაერთო.
eTwinningPlus პორტალი (http://plus.etwinning.net/en/pub/index.htm) მთავარი სამუშაო სივრცეა, რომელიც დარეგისტრირებულმასწავლებლებს მრავალფეროვან ინსტრუმენტებსა და სერვისებს სთავაზობს პარტნიორების მოსაძებნად, სასურველი პროექტებისშესარჩევად და მონაწილეობის მისაღებად, იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გასაზიარებლად.
საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობით აქტივობებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს სასწავლო გამოცდილებისგამდიდრებას და ავთენტური განზომილების შემოტანას საკლასო ოთახში.
eTwinningPlus-ის პროექტის პრავალფეროვანი აქტივობები ასეთივე მრავალფეროვან სარგებელს სთავაზობს მოსწავლეებს.
eTwinning - პორტალზე ჩართული ვართ 2013 წლის ოქტომბრიდან. აქტიური მუშაობა დავიწყე 2014 წლიდან.
No comments:
Post a Comment