18.11.17

"The last school bell in my school"

ხარისხის ნიშნის მინიჭება

  eTwinning პორტალზე უკრაინელ კოლეგასთან ერთად შექმნილმა პროექტმა "The last school bell in my school" მიიღო ეროვნული ხარისხის ნიშანი.

16.11.17

ხარისხის ნიშნის მინიჭება
       eTwinning პორტალზე არსებულ პროექტში "I Love My Town-The Meeting Point of Nature Photo and Technology" აქტიური ჩართულობისთვის მე და ამ პროექტში ჩართულ კადეტებს eTwinning პორტალისგან მოგვენიჭა ხარისხის ნიშანი.

26.3.17

ხარისხის ნიშნის მინიჭება

Related image

       სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა eTwinning პორტალზე დარეგისტრირებული პედაგოგების აქტიური ჩართულობის გამო, ლიცეუმმა მიიღო ევროპული ხარისხის ნიშანი. 
     აღსანიშნავია, რომ პორტალზე დღეისათვის დარეგისრირებულია ლიცეუმის 12 პედაგოგი.

16.2.17

       2017 წლის 16 თებერვალს eTwinning -ის პროგრამის პროექტ Молодые Европейцы кто Вы? Młodzi Europejczycy kim Jesteście? ფარგლებში შედგა ონლან - შეხვედრა კვიპროსის .ლიმასოლის სკოლის - Pythagoras school LTD მე-10-11 კლასის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან. შეხვედრა მიმდინარეობდა რუსულ ენაზე. (ხელმძღვანელები: .მურუსიძე, .ჩარკვიანი, .მაჩიტაძე) პროექტის მიზანია: ქვეყნის, ქალაქისა და სასწავლებლის წარდგენა სხვადასხვა ისტ ინსტრუმენტების გამოყენებით.
   eTwinning -ის პროგრამა ხელს უწყობს ენობრივი და ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარებას.






25.1.17

ონლაინ შეხვედრა

         2017 წლის 25 იანვარს "eTwinning"- ის პორტალზე მიმდინარე პროექტის "My City Days"- ფარგლებში გაიმართა ონლაინ შეხვედრა უკარაინის ქალაქ ზაპოროჟიეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმთან (შეხვედრის ორგანიზატორები ეკა მურუსიძე და ბესიკ მაჩიტაძე). ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ ლიცეუმის პირველკურსელები. შეხვედრაზე კადეტებმა წარმოადგინეს საკუთარი ლიცეუმების პრეზენტაცია, გაიმართა თბილი-მეგობრული შეხვედრა. ქართველმა კადეტებმა უკრაინელ კადეტებს გაუკეთენ სიურპრიზი და შეასრულეს უკრაინული სიმღერა "Рiдна Мати Моя" (ხელმძღვანელი ნინო გედენიძე)