31.5.16

27 - 31 მაისი 2016 წელი

სტუმრად უკრაინაში


      2016 წლის 27 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით ,,eTwinning"-პორტალის პოექტის ,,არა ომს და სამხედრო კოფლიქტებს" -ფარგლებში ვიმყოფებოდით უკრაინაში, ზაპოროჟიეს რეგიონალურ სამხედრო სპორტულ ლიცეუმში ,,ზახისტნიკში".

         პროექტის ფარგლებში მასპინძელ ლიცეუმის კადეტებთან ერთად განვახორციელეთ ერთობლივი აქტივობები.





20.4.16

20 აპრილი 2016 წელი

უკრაინელი კადეტები ქუთაისში


,,eTwinning" პროგრამის ფარგლებში ჩავერთვეთ პროექტში „Stop Wars and military conflicts“ , რომლის ავტორია უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს სამხედრო ლიცეუმის ინგლისური ენის პედაგოგი ნატალია გოლუბევა. პროექტის სამუშაო ენა არის ინგლისური და რუსული. პროექტის ავტორთან ერთად დაიგეგმა ერთობლივი აქტივობები, რომლებიც განხორციელდა პორტალზე და ონლაინ რეჟიმში


     2016 წლის 11 თებერვალს შედგა  ჩვენი და ზაპოროჟიეს სამხედრო ლიცეუმების კადეტთა და პედაგოგთა ონლაინ შეხვედრა. შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის და  მხარეებმა წარუდგინეს ერთმანეთს პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე თავიანთი ქვეყნის, ქალაქისა და სასწავლებლის შესახებ. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია რუსულ ენაზე
ონლაინ-შეხვედრაზე  დაიბადა იდეა გაცვლითი ვიზიტებისა რადგანაც ლიცეუმებს ერთნაირი პროფილი აქვთ. ამის შესახებ პროექტის ავტორმა ნატალია გოლუბევამ და ზაპოროჟიეს სამხედრო ლიცეუმის დირექციამ შემოგვთავაზა აპრილისა და მაისის თვეში გაცვლითი ვიზიტების განხორციელება
ვიზიტი გაგრძელდა 4 დღე: 16 -20 აპრილი.
 ვიზიტის ფარგლებში პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ლიცეუმის ექვსივე კათედრამ. უკრაინელი კადეტები აქტიურად იყვნენ ჩართული პროგრამის ყველა აქტივობაში
 აღნიშნულმა პროექტის განხორციელებით მიღწეული იქნა შემდეგი შედეგები:
1.      კადეტები გაეცვნენ უკრაინასა და საქართველოში არსებულ კონფლიქტებს და იმსჯელეს იმის შესახებ, როგორ ავიცილოთ თავიდან შეიარაღებული კონფლიქტები, რაც კარგად აისახა ქართველი და უკრაინელი კადეტების მიერ შესრულებულ ნახატებში.
2.      სტუმრები გაეცვნენ ქუთაისის და მისი შემოგარენის ღირსშესანიშნაობებს სადაც ექსკურსია მძღოლობას უწევდნენ ქართველი კადეტები;
3. ჩატარდა ერთობლივი აქტივობები მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ინფორმატიკაში, გეოგრაფიაში, სამოქალაქო განათლებასა და ხელოვნებაში.
4.   კადეტებმა მოიძიეს ინფორმაცია უკრაინასა და საქართველოში მოღვაწე ცნობილი უკრაინელებისა და ქართველების შესახებ.
5.   პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო ორი ქვეყნის კულტურის ინტეგრაციას.
6.  პროექტის განხორციელებით კადეტებს განუვითარდათ  კომუნიკაციის, კვლევის, თანამშრომლობის, პრეზენტაციის, დისკუსიის, ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევები.

19.3.16

18-19 მარტი 2016 წელი





    2016 წლის 18-19 მარტს „ევროპულ სკოლაში“ ჩატარდამოსწავლეთა პროექტების კონფერენცია“, რომელიც ორგანიზებული იყოევროპული სკოლის“, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB), ამერიკული High School-ის, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“, დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის, ბრიტანეთის საბჭოს, ამერიკული საბჭოებისა და „English Book in Georgia”- მიერ



კონფერენციის მიზანია:თავი მოუყაროს კავკასიის რეგიონში მცხოვრებ ნორჩ მკვლევარებს, მისცეს მათ საშუალება, ფართო აუდიტორიას გაუზიარონ თავიანთი კვლევები და პროექტები, ამასთან, კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეები გაიცნობენ ნიჭიერ, შემოქმედ თანატოლებს, მიიღებენ გამოცდილებას; გაჩნდება მომავალში ერთობლივი პროექტების შექმნისა და განხორციელების პერსპექტივა.

მე–10 კლასის მოსწავლემ გრიგოლ  ვერულაშვილმა კონფერენციაზე საზოგადოებრივი პროექტების სექციაში ინგლისურ ენაზე წარადგინა პროექტი "საქართველოევროპული ოჯახის წევრი" . პროექტს მეორე ადგილი ხვდა წილად და გრიგოლ ვერულაშვილი დაჯილდოვდა სერთიფიკატით, წიგნებით და TOEFL-ის ტესტისთვის მოსამზადებელი 3 თვიანი კურსი + TOEFL-ის გამოცდა თბილისში, პრიზი დაწესებულია „English Book in Georgia”- მიერ .


11.2.16

11 თებერვალი 2016 წელი

ონლაინ შეხვედრა უკრაინელ კადეტებთან



     2016 წლის 11 თებერვალს ,,eTwinning"-ის პროგრამის ფარგლებში შედგა კადეტებთან ერთად შედგა ონლაინ შეხვედრა ზაპოროჟიეს (უკრაინა) სამხედრო ლიცეუმის მსმენელებთან და მასწავლებლებთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს I და II მეორე კურსის კადეტებმა. პროექტი ,,არა ომს და სამხედრო კონფლიქტებს" იყო გაცნობითი ხასიათის, ჩემმა კადეტებმა გააცვნეს ლიცეუმის დღის განრიგი, ცხოვრების წესი, აგრეთვე მოახდინეს ინგლისურ ენაზე ქუთაისისა და საქართველოს შესახებ პრეზენტაცია.