19.3.16

18-19 მარტი 2016 წელი





    2016 წლის 18-19 მარტს „ევროპულ სკოლაში“ ჩატარდამოსწავლეთა პროექტების კონფერენცია“, რომელიც ორგანიზებული იყოევროპული სკოლის“, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB), ამერიკული High School-ის, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“, დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის, ბრიტანეთის საბჭოს, ამერიკული საბჭოებისა და „English Book in Georgia”- მიერ



კონფერენციის მიზანია:თავი მოუყაროს კავკასიის რეგიონში მცხოვრებ ნორჩ მკვლევარებს, მისცეს მათ საშუალება, ფართო აუდიტორიას გაუზიარონ თავიანთი კვლევები და პროექტები, ამასთან, კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეები გაიცნობენ ნიჭიერ, შემოქმედ თანატოლებს, მიიღებენ გამოცდილებას; გაჩნდება მომავალში ერთობლივი პროექტების შექმნისა და განხორციელების პერსპექტივა.

მე–10 კლასის მოსწავლემ გრიგოლ  ვერულაშვილმა კონფერენციაზე საზოგადოებრივი პროექტების სექციაში ინგლისურ ენაზე წარადგინა პროექტი "საქართველოევროპული ოჯახის წევრი" . პროექტს მეორე ადგილი ხვდა წილად და გრიგოლ ვერულაშვილი დაჯილდოვდა სერთიფიკატით, წიგნებით და TOEFL-ის ტესტისთვის მოსამზადებელი 3 თვიანი კურსი + TOEFL-ის გამოცდა თბილისში, პრიზი დაწესებულია „English Book in Georgia”- მიერ .


11.2.16

11 თებერვალი 2016 წელი

ონლაინ შეხვედრა უკრაინელ კადეტებთან



     2016 წლის 11 თებერვალს ,,eTwinning"-ის პროგრამის ფარგლებში შედგა კადეტებთან ერთად შედგა ონლაინ შეხვედრა ზაპოროჟიეს (უკრაინა) სამხედრო ლიცეუმის მსმენელებთან და მასწავლებლებთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს I და II მეორე კურსის კადეტებმა. პროექტი ,,არა ომს და სამხედრო კონფლიქტებს" იყო გაცნობითი ხასიათის, ჩემმა კადეტებმა გააცვნეს ლიცეუმის დღის განრიგი, ცხოვრების წესი, აგრეთვე მოახდინეს ინგლისურ ენაზე ქუთაისისა და საქართველოს შესახებ პრეზენტაცია.

12.10.15

8-11 ოქტომბერი 2015 წელი

      eTwinning Plus-ის ტრენინგი, ურეკი 2015 


        2015 წლის 8-11 ოქტომბერს გავიარე eTwinning Plus-ის ტრენინგი ,,ილუსტრირებული ანიმაციის შექმნა". ტრენინგი იყო ოთხ დღიანი. ტრენინგის ფარგლებში ვისწავლეთ და მივიღეთ საინტერესო ინფორმაცია სხვადასხვა პროგრამებისა თუ ინტერნეტ რესურსების შესახებ, რომლის გამოყენება კიდევ უფრო ხარისხიანს და ინოვაციურს გახდის ჩვენს პედაგოგიურ საქმიანობას
       ამ ტრენინგიდან მიღებული ინტერნეტ რესურსებიდან აღსანიშნავია შემდეგი:
www.powtoon.com
www.canva.com
www.kizoa.com

https://scratch.mit.ed


8.10.15

8 ოქტომბერი 2015 წელი

eTwininngPlus კონფერენცია



   





 2015 წლის 8 ოქტომბერსურეკში Etwinningplus კონფერენციაში -,,სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან", როგორც მომხსენებელმა (ბესიკ მაჩიტაძე მდა ეკა მურუსიძემ) ერთად წარმოვადგინეთ მოხსენება თემაზე  „საგანმანათლებლო პროექტი და მოსწავლეთა მოტივაცია“.