29.9.16
24.9.16
3.8.16
31.5.16
27 - 31 მაისი 2016 წელი
სტუმრად უკრაინაში
2016 წლის
27 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით ,,eTwinning"-პორტალის პოექტის ,,არა ომს და სამხედრო კოფლიქტებს" -ფარგლებში ვიმყოფებოდით უკრაინაში, ზაპოროჟიეს რეგიონალურ სამხედრო სპორტულ ლიცეუმში ,,ზახისტნიკში".
პროექტის ფარგლებში მასპინძელ ლიცეუმის კადეტებთან ერთად განვახორციელეთ ერთობლივი აქტივობები.
20.4.16
20 აპრილი 2016 წელი
უკრაინელი კადეტები ქუთაისში
,,eTwinning" პროგრამის ფარგლებში ჩავერთვეთ პროექტში „Stop Wars and
military conflicts“ , რომლის
ავტორია უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს სამხედრო ლიცეუმის ინგლისური ენის პედაგოგი ნატალია გოლუბევა. პროექტის სამუშაო ენა არის ინგლისური და რუსული. პროექტის ავტორთან ერთად დაიგეგმა ერთობლივი აქტივობები, რომლებიც განხორციელდა პორტალზე და ონლაინ რეჟიმში.
ონლაინ-შეხვედრაზე დაიბადა იდეა გაცვლითი ვიზიტებისა რადგანაც ლიცეუმებს ერთნაირი პროფილი აქვთ. ამის შესახებ პროექტის ავტორმა ნატალია გოლუბევამ და ზაპოროჟიეს სამხედრო ლიცეუმის დირექციამ შემოგვთავაზა აპრილისა და მაისის თვეში გაცვლითი ვიზიტების განხორციელება.
ვიზიტი
გაგრძელდა 4 დღე: 16 -20 აპრილი.
ვიზიტის ფარგლებში პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ლიცეუმის ექვსივე კათედრამ. უკრაინელი კადეტები აქტიურად იყვნენ ჩართული პროგრამის ყველა აქტივობაში.
აღნიშნულმა
პროექტის განხორციელებით მიღწეული იქნა შემდეგი შედეგები:
1. კადეტები გაეცვნენ უკრაინასა და საქართველოში არსებულ კონფლიქტებს და იმსჯელეს იმის შესახებ, როგორ ავიცილოთ თავიდან შეიარაღებული კონფლიქტები, რაც კარგად აისახა ქართველი და უკრაინელი კადეტების მიერ შესრულებულ ნახატებში.
2. სტუმრები გაეცვნენ ქუთაისის და მისი შემოგარენის ღირსშესანიშნაობებს სადაც ექსკურსია მძღოლობას უწევდნენ ქართველი კადეტები;

4.
კადეტებმა
მოიძიეს ინფორმაცია უკრაინასა და საქართველოში მოღვაწე ცნობილი უკრაინელებისა და ქართველების შესახებ.
5. პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო ორი ქვეყნის კულტურის ინტეგრაციას.
6. პროექტის განხორციელებით კადეტებს განუვითარდათ კომუნიკაციის, კვლევის, თანამშრომლობის, პრეზენტაციის, დისკუსიის, ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევები.
19.3.16
18-19 მარტი 2016 წელი
2016 წლის 18-19 მარტს „ევროპულ
სკოლაში“ ჩატარდა „მოსწავლეთა პროექტების კონფერენცია“, რომელიც ორგანიზებული იყო „ევროპული სკოლის“, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB), ამერიკული High
School-ის,
„საქართველოს
ინდუსტრიული
ჯგუფის“, დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის, ბრიტანეთის საბჭოს, ამერიკული საბჭოებისა და „English Book in Georgia”-ს მიერ.
კონფერენციის
მიზანია:თავი მოუყაროს კავკასიის რეგიონში მცხოვრებ ნორჩ მკვლევარებს, მისცეს მათ საშუალება, ფართო აუდიტორიას გაუზიარონ თავიანთი კვლევები და პროექტები, ამასთან, კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეები გაიცნობენ ნიჭიერ, შემოქმედ თანატოლებს, მიიღებენ გამოცდილებას; გაჩნდება მომავალში ერთობლივი პროექტების შექმნისა და განხორციელების პერსპექტივა.
მე–10
კლასის მოსწავლემ გრიგოლ ვერულაშვილმა კონფერენციაზე საზოგადოებრივი პროექტების სექციაში ინგლისურ ენაზე წარადგინა პროექტი "საქართველო – ევროპული ოჯახის წევრი" . პროექტს მეორე ადგილი ხვდა წილად და გრიგოლ ვერულაშვილი დაჯილდოვდა სერთიფიკატით, წიგნებით და TOEFL-ის ტესტისთვის მოსამზადებელი 3 თვიანი კურსი + TOEFL-ის გამოცდა თბილისში, პრიზი დაწესებულია „English
Book in Georgia”-ს
მიერ .
Subscribe to:
Posts (Atom)