30.10.16

27 - 29 ოქტომბერი 2016 წელი

     ათენში, eTwinning-ის ყოვეწლიური კონფერენცია - „eTwinning-ი და ციფრული მოქალაქეობა“ გაიხსნა, რომელშიც საქართველოდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლიკა გიგაური, პროგრამის კოორდინატორი საქართველოში, ხატია მატკავა და პროგრამაში ჩართული ქართველი მასწავლებლები მონაწილეობდნენ, რომელთა შორის იყო გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ქიმიის მასწავლებელი ეკა მურუსიძე.
კონფერენციის ფარგლებში, 40-მე სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა, რომლებზეც განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორიცაა თანამედროვე სკოლების მომზადება სამომავლო ციფრული საზოგადოების გამოწვევებისთვის, ასევე მიმდინარეობდა დებატები ციფრული მოქალაქეობისა და პედაგოგებს შორის თანამშრომლობის შესახებ, როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მთლიანობაში, eTwinning-ის კონფერენციაში, სხვადასხვა ქვეყნიდან 500-ზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობდა.

18.10.16

14-17 ოქტომბერი 2016 წელი

კონფერენცია წყალტუბოში

      მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტის მიერ eTwninning-ის პროგრამის ფარგლებში 2016 წლის 14-17 ოქტომბერს ქ. წყალტუბოში ჩატარდა კონფერენცია „ციფრული მოქალაქეობა და eTwinning-ი“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ლიცეუმის პედაგოგებმა: ბესიკ მაჩიტაძე (გეოგრაფია), ელენე ჯავახაძე, ია ფოჩხუა (ინგლისური ენა). კონფერენციაზე მოხსენება „მასწავლებლის პასუხისმგებლობა და როლი ციფრული მოქალაქეობის განვითარებაში“ წარადგინა ლიცეუმის პედაგოგმა ეკა მურუსიძემ. პედაგოგებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ვორქშოფებში: "ისტ=ტსი (ტექნოლოგია-საუკეთესო ინსპირაცია) " „Digital Folder- etwinning-ის აქტივობებისთვის“ „საავტორო უფლებების დაცვა ციფრულ სამყაროში ” „etwinning-ის პროექტების ეფექტური მართვა” კონფერენციაში მონაწილე პედაგოგებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები.