30.10.16

27 - 29 ოქტომბერი 2016 წელი



     ათენში, eTwinning-ის ყოვეწლიური კონფერენცია - „eTwinning-ი და ციფრული მოქალაქეობა“ გაიხსნა, რომელშიც საქართველოდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლიკა გიგაური, პროგრამის კოორდინატორი საქართველოში, ხატია მატკავა და პროგრამაში ჩართული ქართველი მასწავლებლები მონაწილეობდნენ, რომელთა შორის იყო გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ქიმიის მასწავლებელი ეკა მურუსიძე.
კონფერენციის ფარგლებში, 40-მე სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა, რომლებზეც განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორიცაა თანამედროვე სკოლების მომზადება სამომავლო ციფრული საზოგადოების გამოწვევებისთვის, ასევე მიმდინარეობდა დებატები ციფრული მოქალაქეობისა და პედაგოგებს შორის თანამშრომლობის შესახებ, როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მთლიანობაში, eTwinning-ის კონფერენციაში, სხვადასხვა ქვეყნიდან 500-ზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობდა.

No comments:

Post a Comment