“eTwinning”-ი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში
2016 წლის 16 ნოემბერს ლიცეუმის კლუბში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე “eTwinning”-ი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, რომელშიც მონაწილეობდნენ მეორე და მესამე კურსის კადეტები: გიგი ფანჩვიძე, ვახტანგ მაზმიშვილი, გიორგი ნებაძე, გოგა ქვათაძე, ლუკა რევაზიშვილი, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, დავით ჭურაძე და დიმა სოსელია (პედაგოგები: ეკა მურუსიძე, ელენე ჯავახაძე, ბესიკ მაჩიტაძე). პრეზენტაციაზე კადეტებმა I სასწავლო კურსს გააცნეს 2015-2016 სასწავლო წელს“eTwinning”-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები: „Oh! Oh! Oh! It's Christmas
Time”, ,,Welcome to My Marvellous City”, ,,Stop Wars and Military Conflicts”. ასევე ისაუბრეს 2016-2017 სასწავლო წელს აქტიური და უკვე განხორციელებული პროექტების - ,,My City Day” და ,,European Day of Languages“ შესახებ. ორ პროექტს მიღებული აქვს ეროვნული ხარისხის ნიშანი,,Welcome to My Marvellous
City”, ,,Stop Wars and Military Conflicts”, ხოლო პედაგოგები და კადეტები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სერტიფიკატებით, პროექტი ,,Stop Wars and Military
Conflicts” წარდგენილია “eTwinning”-ის ევროპულ კონკურსზე. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კადეტებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს “eTwinning”-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ამსახველი გამოფენა.
აღსანიშნავია, რომ “eTwinning”-ის პორტალზე დარეგისტრირებულია ლიცეუმის 12 მასწავლებელი.
No comments:
Post a Comment