7.11.16

4-6 ნოემბერი 2016 წელი

      ტრენინგი "პროექტების ინიცირება და მართვა"

        2016 წლის 4-6 ნოემბერს "eTwinning"- პორტალის ფარგლებში გავიარეთ ტრენინგი "პროექტების ინიცირება და მართვა" (ტრენერი ნინო ჩხეტია). 
პროექტის მიზანი იყო
  • პრექტებით სწავლების დანერგვა
  • ახალი საპროექტო იდეის დამუშავება, დაწერა
  • პროექტების ტიპები და კლასიფიკაცია
  • eTwinning.net პორტალზე პროექტების განთავსება
  • ახალ Twinspace  სივრცეში შესვლა და ნავიგაცია
  • ახალ Twinspace სივრცეში საპროექტო დავალებების შექმნა
  • ისტ ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტურობა
  • სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება ( Linoit.com, Slideshare.com, googleplus, Padlet.com, Youtube.com  და სხვა)

30.10.16

27 - 29 ოქტომბერი 2016 წელი

     ათენში, eTwinning-ის ყოვეწლიური კონფერენცია - „eTwinning-ი და ციფრული მოქალაქეობა“ გაიხსნა, რომელშიც საქართველოდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლიკა გიგაური, პროგრამის კოორდინატორი საქართველოში, ხატია მატკავა და პროგრამაში ჩართული ქართველი მასწავლებლები მონაწილეობდნენ, რომელთა შორის იყო გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ქიმიის მასწავლებელი ეკა მურუსიძე.
კონფერენციის ფარგლებში, 40-მე სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა, რომლებზეც განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორიცაა თანამედროვე სკოლების მომზადება სამომავლო ციფრული საზოგადოების გამოწვევებისთვის, ასევე მიმდინარეობდა დებატები ციფრული მოქალაქეობისა და პედაგოგებს შორის თანამშრომლობის შესახებ, როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მთლიანობაში, eTwinning-ის კონფერენციაში, სხვადასხვა ქვეყნიდან 500-ზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობდა.

18.10.16

14-17 ოქტომბერი 2016 წელი

კონფერენცია წყალტუბოში

      მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტის მიერ eTwninning-ის პროგრამის ფარგლებში 2016 წლის 14-17 ოქტომბერს ქ. წყალტუბოში ჩატარდა კონფერენცია „ციფრული მოქალაქეობა და eTwinning-ი“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ლიცეუმის პედაგოგებმა: ბესიკ მაჩიტაძე (გეოგრაფია), ელენე ჯავახაძე, ია ფოჩხუა (ინგლისური ენა). კონფერენციაზე მოხსენება „მასწავლებლის პასუხისმგებლობა და როლი ციფრული მოქალაქეობის განვითარებაში“ წარადგინა ლიცეუმის პედაგოგმა ეკა მურუსიძემ. პედაგოგებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ვორქშოფებში: "ისტ=ტსი (ტექნოლოგია-საუკეთესო ინსპირაცია) " „Digital Folder- etwinning-ის აქტივობებისთვის“ „საავტორო უფლებების დაცვა ციფრულ სამყაროში ” „etwinning-ის პროექტების ეფექტური მართვა” კონფერენციაში მონაწილე პედაგოგებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები.

29.9.16

29 სექტემბერი 2016 წელი

ხარისხის ნიშნის მინიჭება

     eTwinning პორტალზე არსებულმა ჩვენს მიერ განხორციელებულმა პროექტმა "Stop Wars and Military Conflicts" მიიღო ხარისხის ნიშანი", ხოლო ჩვენ გადმოგვეცა სერტიფიკატები.

24.9.16

24 სექტემბერი 2016 წელი

 ხარისხის ნიშნის მინიჭება

          eTwinning პორტალზე განხორციელებულმა პროექტმა "WELCOME TO MY MARVELLOUS CITY" მიიღო ხარისხის ნიშანი, ხოლო მასში ჩართულ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გადმოგვეცა სიგელი.

3.8.16

2 აგვისტო 2016 წელი

კრედიტ ქულების მინიჭება

    "სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან" eTwinningplus-ის ფარგლებში, დამატებითი კრედიტ ქულების მოსაპოვებლად განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 04.04.2016 ბრძანება #279-ის შესაბამისად მოგვენიჭა 2 კრედიტ ქულა.