2016 წლის 26 დეკემბერს თბილისის მასწავლებლის სახლში გაიმართა "eTwinning"_-ის 2016 წლის შემაჯამებელი კონფერენცია და პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ვიდეორგოლების კონკურსის "eTwinning-ი ჩემს სკოლაში" გამარჯვებულების დაჯილდოება, ასევე კონფერენციაზე მოხდა პორტალზე აქტიური პედაგოგების დაჯილდოება სერტიფიკატითა და ლეპტოპებით.
ვიდეორგოლების კონკურსზე ჩვენი კადეტების მიერ შექმნილმა ვიდეორგოლმა გაიმარჯვა და კადეტებს გოჩა ქარდავას, გრიგოლ ვერულაშვილს, გიგი ფანჩვიძესა და ყოფილ კადეტს ნიკოლოზ გველესიანს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, გიორგი მაჩაბელის მიერ გადაეცათ სახელმძღვანელოები, მაისურები ხოლო ხელმძღვანელ პედაგოგებს ბესიკ მაჩიტაძეს და ეკა მურუსიძეს ფასიანი საჩუქრები და სერტიფიკატები. აგრეთვე კონფერენციის ფარგლებში "eTwinning"-ის პორტალზე როგორც აქტიურ პედაგოგს ბესიკ მაჩიტაძეს გადაეცა საჩუქრად ლეპტოპი.
კონფერენციაზე ეკა მურუსიძემ და ბესიკ მაჩიტაძემ გააკეთეს მოხსენება-პრეზენტაცია პორტალზე მათ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ.
2016 წლის 16 ნოემბერსლიცეუმისკლუბშიჩატარდაპრეზენტაციათემაზე “eTwinning”-იკადეტთასამხედროლიცეუმში, რომელშიცმონაწილეობდნენმეორედამესამეკურსისკადეტები: გიგიფანჩვიძე, ვახტანგმაზმიშვილი, გიორგინებაძე, გოგაქვათაძე, ლუკარევაზიშვილი, ნიკოლოზგაფრინდაშვილი, დავითჭურაძედადიმასოსელია (პედაგოგები: ეკამურუსიძე, ელენეჯავახაძე, ბესიკმაჩიტაძე). პრეზენტაციაზეკადეტებმა I სასწავლოკურსსგააცნეს 2015-2016 სასწავლოწელს“eTwinning”-ისპროგრამისფარგლებშიგანხორციელებულიპროექტები: „Oh! Oh! Oh! It's Christmas
Time”, ,,Welcome to My Marvellous City”, ,,Stop Wars and Military Conflicts”. ასევეისაუბრეს 2016-2017 სასწავლოწელსაქტიურიდაუკვეგანხორციელებულიპროექტების - ,,My City Day” და ,,European Day of Languages“ შესახებ. ორპროექტსმიღებულიაქვსეროვნულიხარისხისნიშანი,,Welcome to My Marvellous
City”, ,,Stop Wars and Military Conflicts”, ხოლოპედაგოგებიდაკადეტებიდაჯილდოვდნენშესაბამისისერტიფიკატებით, პროექტი ,,Stop Wars and Military
Conflicts” წარდგენილია “eTwinning”-ისევროპულკონკურსზე. პრეზენტაციისდასრულებისშემდეგკადეტებმადამსწრესაზოგადოებასწარუდგინეს “eTwinning”-ისპროგრამისფარგლებშიგანხორციელებულიაქტივობებისამსახველიგამოფენა.
აღსანიშნავია, რომ “eTwinning”-ისპორტალზედარეგისტრირებულიალიცეუმის 12 მასწავლებელი.
ათენში, eTwinning-ის ყოვეწლიური კონფერენცია - „eTwinning-ი და ციფრული მოქალაქეობა“ გაიხსნა, რომელშიც საქართველოდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლიკა გიგაური, პროგრამის კოორდინატორი საქართველოში, ხატია მატკავა და პროგრამაში ჩართული ქართველი მასწავლებლები მონაწილეობდნენ, რომელთა შორის იყო გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ქიმიის მასწავლებელი ეკა მურუსიძე.
კონფერენციის ფარგლებში, 40-მე სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა, რომლებზეც განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორიცაა თანამედროვე სკოლების მომზადება სამომავლო ციფრული საზოგადოების გამოწვევებისთვის, ასევე მიმდინარეობდა დებატები ციფრული მოქალაქეობისა და პედაგოგებს შორის თანამშრომლობის შესახებ, როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
მთლიანობაში, eTwinning-ის კონფერენციაში, სხვადასხვა ქვეყნიდან 500-ზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობდა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტის მიერ eTwninning-ის პროგრამის ფარგლებში 2016 წლის 14-17 ოქტომბერს ქ. წყალტუბოში ჩატარდა კონფერენცია „ციფრული მოქალაქეობა და eTwinning-ი“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ლიცეუმის პედაგოგებმა: ბესიკ მაჩიტაძე (გეოგრაფია), ელენე ჯავახაძე, ია ფოჩხუა (ინგლისური ენა). კონფერენციაზე მოხსენება „მასწავლებლის პასუხისმგებლობა და როლი ციფრული მოქალაქეობის განვითარებაში“ წარადგინა ლიცეუმის პედაგოგმა ეკა მურუსიძემ. პედაგოგებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ვორქშოფებში: "ისტ=ტსი (ტექნოლოგია-საუკეთესო ინსპირაცია) " „Digital Folder- etwinning-ის აქტივობებისთვის“ „საავტორო უფლებების დაცვა ციფრულ სამყაროში ” „etwinning-ის პროექტების ეფექტური მართვა” კონფერენციაში მონაწილე პედაგოგებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები.
eTwinning პორტალზეარსებულმა ჩვენს მიერ განხორციელებულმაპროექტმა "Stop Wars and Military Conflicts" მიიღო ხარისხის ნიშანი", ხოლო ჩვენ გადმოგვეცა სერტიფიკატები.
eTwinning პორტალზე განხორციელებულმა პროექტმა "WELCOME TO MY
MARVELLOUS CITY" მიიღო ხარისხის ნიშანი, ხოლო მასში ჩართულ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გადმოგვეცა სიგელი.