27.12.16

eTwinning-ის 2016 წლის შემაჯამებელი კონფერენცია

       2016 წლის 26 დეკემბერს თბილისის მასწავლებლის სახლში გაიმართა "eTwinning"_-ის 2016 წლის შემაჯამებელი კონფერენცია და პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ვიდეორგოლების კონკურსის "eTwinning-ი ჩემს სკოლაში" გამარჯვებულების დაჯილდოება, ასევე კონფერენციაზე მოხდა პორტალზე აქტიური პედაგოგების დაჯილდოება სერტიფიკატითა და ლეპტოპებით.
      ვიდეორგოლების კონკურსზე ჩვენი კადეტების მიერ შექმნილმა ვიდეორგოლმა გაიმარჯვა და კადეტებს გოჩა ქარდავას, გრიგოლ ვერულაშვილს, გიგი ფანჩვიძესა და ყოფილ კადეტს ნიკოლოზ გველესიანს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, გიორგი მაჩაბელის მიერ გადაეცათ სახელმძღვანელოები, მაისურები ხოლო ხელმძღვანელ პედაგოგებს ბესიკ მაჩიტაძეს და ეკა მურუსიძეს ფასიანი საჩუქრები და სერტიფიკატები. აგრეთვე კონფერენციის ფარგლებში "eTwinning"-ის პორტალზე როგორც აქტიურ პედაგოგს ბესიკ მაჩიტაძეს გადაეცა საჩუქრად ლეპტოპი.
      კონფერენციაზე ეკა მურუსიძემ და ბესიკ მაჩიტაძემ გააკეთეს მოხსენება-პრეზენტაცია პორტალზე მათ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ.

23.11.16

22 ნოემბერი 2016 წელი

ევროპული ხარისხის ნიშნის მინიჭება

eTwinning პორტალზე განხორციელებულმა პროექტებმა ,, Welcome to My Marvellous City” და ,, Stop Wars and Military Conflicts" მიიღეს ევროპულიხარისხის ნიშანი:

16.11.16

16 ნოემბერი 2016 წელი

“eTwinning”- კადეტთა სამხედრო ლიცეუმში
     2016 წლის 16 ნოემბერს ლიცეუმის კლუბში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე “eTwinning”- კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, რომელშიც მონაწილეობდნენ მეორე და მესამე კურსის კადეტები: გიგი ფანჩვიძე, ვახტანგ მაზმიშვილი, გიორგი ნებაძე, გოგა ქვათაძე, ლუკა რევაზიშვილი, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, დავით ჭურაძე და დიმა სოსელია (პედაგოგები: ეკა მურუსიძე, ელენე ჯავახაძე, ბესიკ მაჩიტაძე). პრეზენტაციაზე კადეტებმა I სასწავლო კურსს გააცნეს 2015-2016 სასწავლო წელს“eTwinning”-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები: „Oh! Oh! Oh! It's Christmas Time”, ,,Welcome to My Marvellous City”, ,,Stop Wars and Military Conflicts”. ასევე ისაუბრეს 2016-2017 სასწავლო წელს აქტიური და უკვე განხორციელებული პროექტების - ,,My City Day” და ,,European Day of Languages“ შესახებ. ორ პროექტს მიღებული აქვს ეროვნული ხარისხის ნიშანი,,Welcome to My Marvellous City”, ,,Stop Wars and Military Conflicts”, ხოლო პედაგოგები და კადეტები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სერტიფიკატებით, პროექტი ,,Stop Wars and Military Conflicts” წარდგენილია “eTwinning”-ის ევროპულ კონკურსზე. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კადეტებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს “eTwinning”-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ამსახველი გამოფენა

     აღსანიშნავია, რომ “eTwinning”-ის პორტალზე დარეგისტრირებულია ლიცეუმის 12 მასწავლებელი.

7.11.16

4-6 ნოემბერი 2016 წელი

      ტრენინგი "პროექტების ინიცირება და მართვა"

        2016 წლის 4-6 ნოემბერს "eTwinning"- პორტალის ფარგლებში გავიარეთ ტრენინგი "პროექტების ინიცირება და მართვა" (ტრენერი ნინო ჩხეტია). 
პროექტის მიზანი იყო
  • პრექტებით სწავლების დანერგვა
  • ახალი საპროექტო იდეის დამუშავება, დაწერა
  • პროექტების ტიპები და კლასიფიკაცია
  • eTwinning.net პორტალზე პროექტების განთავსება
  • ახალ Twinspace  სივრცეში შესვლა და ნავიგაცია
  • ახალ Twinspace სივრცეში საპროექტო დავალებების შექმნა
  • ისტ ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტურობა
  • სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება ( Linoit.com, Slideshare.com, googleplus, Padlet.com, Youtube.com  და სხვა)

30.10.16

27 - 29 ოქტომბერი 2016 წელი

     ათენში, eTwinning-ის ყოვეწლიური კონფერენცია - „eTwinning-ი და ციფრული მოქალაქეობა“ გაიხსნა, რომელშიც საქართველოდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლიკა გიგაური, პროგრამის კოორდინატორი საქართველოში, ხატია მატკავა და პროგრამაში ჩართული ქართველი მასწავლებლები მონაწილეობდნენ, რომელთა შორის იყო გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ქიმიის მასწავლებელი ეკა მურუსიძე.
კონფერენციის ფარგლებში, 40-მე სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა, რომლებზეც განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორიცაა თანამედროვე სკოლების მომზადება სამომავლო ციფრული საზოგადოების გამოწვევებისთვის, ასევე მიმდინარეობდა დებატები ციფრული მოქალაქეობისა და პედაგოგებს შორის თანამშრომლობის შესახებ, როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მთლიანობაში, eTwinning-ის კონფერენციაში, სხვადასხვა ქვეყნიდან 500-ზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობდა.

18.10.16

14-17 ოქტომბერი 2016 წელი

კონფერენცია წყალტუბოში

      მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტის მიერ eTwninning-ის პროგრამის ფარგლებში 2016 წლის 14-17 ოქტომბერს ქ. წყალტუბოში ჩატარდა კონფერენცია „ციფრული მოქალაქეობა და eTwinning-ი“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ლიცეუმის პედაგოგებმა: ბესიკ მაჩიტაძე (გეოგრაფია), ელენე ჯავახაძე, ია ფოჩხუა (ინგლისური ენა). კონფერენციაზე მოხსენება „მასწავლებლის პასუხისმგებლობა და როლი ციფრული მოქალაქეობის განვითარებაში“ წარადგინა ლიცეუმის პედაგოგმა ეკა მურუსიძემ. პედაგოგებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ვორქშოფებში: "ისტ=ტსი (ტექნოლოგია-საუკეთესო ინსპირაცია) " „Digital Folder- etwinning-ის აქტივობებისთვის“ „საავტორო უფლებების დაცვა ციფრულ სამყაროში ” „etwinning-ის პროექტების ეფექტური მართვა” კონფერენციაში მონაწილე პედაგოგებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები.